Tuesday, April 10, 2012



1.პროექტის   სახელწოდება:  ,,ქიმიური  ტექნოლოგია  და  ეკოლოგიური  პრობლემები“
2.პროექტის  მთავარი  იდეა (თემა):
ა) აღმოაჩინონ  თუ  რა დიდი  ზიანის  მოტანა  შეუძლია  ქიმიური  რექნოლოგიების  გამოყენებას  ყოფა- ცხოვრებაში.
ბ) ალტერნატიული  გზების  ძიება.
3.პროექტის  აქტუალობა: ნათლად  დაინახონ  თუ რა საფრთხეს  უქმნიან  ისინი  გარემოს  არასწორი  ქმედების  შედეგად.
4.პროექტის  მიზნები:
ა) შეძლებენ  მიღებული  ცოდნის  კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებას.
ბ) ახსნიან, აღწერენ, შეაფასებენ, გამოიკვლევენ,  გადაჭრიან  მოცემულ  პრობლემას.
გ) შეძლებენ  შეძენილი  ცოდნის  სისტემაში  მოყვანას.
5.ვადები/ ხანგრძლივობა : ერთი  თვე.
6.მოსალოდნელი   შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
გარემომცველ  სამყაროზე  ზრუნვითი  დამოკიდებულების  ჩამოყალიბება; თანამშრომლობის  აუცილებლობის   გაცნობიერება, საზოგადოებრივ  საქმიანობაში  აქტიური  ჩართვისა  და  მონაწილეობის   მიღების  სურვილი,  სხვისი  აზრის  მოსმენისა და გაზიარების, ალტერნატიული  გზების ძიების, სწორი არჩევანის გაკეთების  უნარ- ჩვევების განვითარება, საკუთარი ადგილის განსაზღვრა  საზოგადოებაში.
7.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
წიგნები:  ენციკლოპედია მე-4  ტომი, გარემო  და სამყარო.
ჟურნალი: ,,სკოლა  და  ცხოვრება“,  ,,ქიმია- ბიოლოგია  სკოლაში“.
ინტერნეტი.( რვეული, ფანქარი, საშლელი, ფოტოაპარატი, თაბახის  ფურცელი, პრინტერი, წებო, ფლომასტერები).
8.პროექტის  მსვლელობა( ძირითადი  აქტივობები):
პირველი  ეტაპი:  გავაცნობ  პროექტის  მიზანს, მოვახდენ პრობლემის  მოკლე  მიმხილვას.  გამოვყოფ  სამ  ჯგუფს:   ,,ჰაერი“ ,  ,,წყალი“ ,   ,,ნიადაგი“. თითოეული  ჯგუფი  წარადგენს  თემას, რომელიც  უნდა  მოიცავდეს  სამ  პუნქტს:  პრობლემის  განსაზღვრა, პრობლემის  გადაჭრის  გზა  და  უპირატესობა.
პრობლემის  განსაზღვრა:
პრობლემის  ზოგადი  მიმოხილვა, არსებული  მდგომარეობის  შეფასება, რამ  გამოიწვია  პრობლემა, რატომ  ვერ  გადაიჭრა იგი  დღემდე. პრობლემის  მოუგვარებლობის  შემთხვევაში  მოსალოდნელი  უარყოფითი  შედეგების განხილვა.( ახლოვადიანი  და  გრძელვადიანი  პროგნოზები)
პრობლემის  გადაჭრის  გზა:
 დაცვითი  ღონისძიებების  გეგმის  შემუშავება  და  განხორციელება. უნდა განისაზღვროს  ვინ არის  ჩართული მათ განხორციელებაში  და რა  რესურსები  სჭირდება  მას.
უპირატესობები:
არგუმენტები, რომელიც ასაბუთებს, რომ მათ  მიერ წარმოდგენილი  პროექტები  არსებულ  მდგომარეობას  გააუმჯობესებს. რა დადებით შედეგს  მოიტანს მათი განხორციელება.
მეორე ეტაპი: მას  შემდეგ რაც   მოაგროვებენ  საჭირო მასალას  თითოეული ჯგუფი  აკეთებს   პრეზენტაციას.ბოლოს  ყველაფერი  გამოქვეყნდება  ბლოგზე.
მესამე ეტაპი: შეჯამება. ( ფილმის  ჩვენება- ,,ოზონის შრისა და მჟავა წვიმების“  შესახებ.)
9.საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
ბიოლოგია, ქიმია, ისტ-ი.
10.პროექტის  ხელმძღვანელი: ირმა  ხითარიშვილი.
11.ხელმძრვანელის  ელ.ფოსტა:  irmakakachishvili@gmail.com
12.პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი:

No comments:

Post a Comment